ყველაზე მუქი და ყველაზე ფემინისტური, – ასე შეფასდა BAFTA 2018-ის წითელი ხალიჩა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
ჰარვი ვაინშტეინისა და კევინ სპეისის ცნობილი სკანდალის შემდეგ, სექსიზმისა და ბულინგის გასაპროტესტებლად ვარსკვლავები „ბაფტას“ დაჯილდოებაზე შავი ტანსაცმლით მივიდნენ.
მსახიობებმა მსგავსი გადაწყვეტილება იანვარში, ოქროს გლობუსის რიგით 75-ე ცერემონიაზეც მიიღეს და წითელ ხალიჩაზე სექსუალური შევიწროების გასაპროტესტებლად შავი ტანისამოსი მოირგეს.