ბადრი ჯაფარიძე - ვხედავ, რომ „ქართული ოცნების“ მოქმედებებში ძირითადად დომინირებს შურისძიებისა და ანგარიშსწორების მოტივები
ბადრი ჯაფარიძე - ვხედავ, რომ „ქართული ოცნების“ მოქმედებებში ძირითადად დომინირებს შურისძიებისა და ანგარიშსწორების მოტივები

ვხედავ, რომ „ქართული ოცნების“ მოქმედებებში ძირითადად დომინირებს შურისძიებისა და ანგარიშსწორების მოტივები, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ მიხეილ სააკაშვილის რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის საკითხზე კომენტირებისას აღნიშნა.

როგორც ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, როგორც ჩანს, ყველაფერი ემსახურება საზოგადოების კიდევ უფრო მეტად დაზაფვრას, დაძაბვას.

„ეს ყველაფერი ისეთი ფორმით და სახით კეთდება, რომ კიდევ უფრო მეტად გამოწვეული იყოს ვნებათაღელვა. იმის ნაცვლად, რომ საზოგადოება დამშვიდდეს და დეესკალაცია მოხდეს, სამწუხაროდ, ისევ გვაქვს ისეთ მოქმედებებთან საქმე, რომლითაც წინასაახალწლოდ ადამიანების დაზაფვრა ხდება. ვხედავ, რომ „ქართული ოცნების“ მოქმედებებში ძირითადად დომინირებს შურისძიებისა და ანგარიშსწორების მოტივები. რაც ხდება, ლონდა თოლორაიას წინააღმდეგ“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.