ბადრი ჯაფარიძე უარყოფს ინფორმაციას, თითქოს ბიძინა ივანიშვილი და შს მინისტრი გახარია წილების დათმობას ითხოვდნენ
„თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ბადრი ჯაფარიძე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ბიძინა ივანიშვილმა წილების დათმობა შესთავაზა და შუამავალი შს მინისტრი გიორგი გახარია იყო.
ჟურნალისტებმა ჯაფარიძეს მიმართეს კითხვით, „შესთავაზა თუ არა წილების დათმობა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა და მონაწილეობდა თუ არა ამ პროცესში შინაგან საქმეთა მინისტრი“.
„ეს არის აბსოლუტური სიცრუე, ასეთი თხოვნა არავისგან არ ყოფილა“, – აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.