ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ თბილისის ე.წ. ჩრდილოვანი მთავრობის შემადგენლობა თითქმის შეჯერებულია და წარდგენა ხვალ გაიმართება
თბილისის მომავალი მთავრობის შემადგენლობა თითქმის შეჯერებულია და მისი წარდგენა ხვალ მოხდება, – ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ წევრმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, პარტიას „ლელო საქართველოსთვის“ საკვანძო პოზიციები ექნება.
„ლელოს“ ექნება საკვანძო პოზიციები. ჩრდილოვანი კაბინეტი იქმნება მაშინ, როცა მოგებული არ გაქვს არჩევნები, როცა იგებ არჩევნებს, ეს რეალური კაბინეტია. ამიტომაც ჰქვია მას ჩრდილოვანი კაბინეტი, რომელიც გახდება რეალური კაბინეტი, როცა გაიმარჯვებენ ოპოზიციური კანდიდატები“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.