ბადრი ჯაფარიძე - თავდადება, რომელიც ქართველმა მებრძოლებმა აჩვენეს და დათმეს ყველაზე ძვირფასი, სიცოცხლე, აუცილებლად მოიტანს შედეგს
ბადრი ჯაფარიძე - თავდადება, რომელიც ქართველმა მებრძოლებმა აჩვენეს და დათმეს ყველაზე ძვირფასი, სიცოცხლე, აუცილებლად მოიტანს შედეგს

თავდადება, რომელიც ქართველმა მებრძოლებმა აჩვენეს და დათმეს ყველაზე ძვირფასი, სიცოცხლე, აუცილებლად მოიტანს შედეგს, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

როგორც ბადრი ჯაფარიძემ აღნიშნა, 14 წელი შესრულდა რუსეთის აგრესიის შემდგომ და ყველას ახსოვს ეს დღეები.

„გვახსოვს ის თავდადება, ის გმირობა, რომელიც ქართველმა მებრძოლებმა გამოიჩინეს, რა თქმა უნდა, უთანასწორო ბრძოლა მიმდინარეობდა იმ პერიოდში, მაგრამ თავგანწირვამ, რომელიც ქართველებმა აჩვენეს მთელ მსოფლიოს, მოგვცა საშუალება, რომ მტერი შეჩერებულიყო და დღეს მართალია, ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტი ოკუპირებულია, მაგრამ ქვეყანა აგრძელებს ბრძოლას დეოკუპაციისათვის. ქვეყანა აგრძელებს ბრძოლას, რათა გავხდეთ ცივილიზებული სამყაროს წევრი და მთელი ცივილიზებული სამყარო არის ჩვენთან ერთად ამ ბრძოლაში. დღეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ჩვენი ერთგული მეგობრები ქართველი ხალხის გვერდით დგანან. კარგად ახსოვთ ის აგრესია, რომელიც რუსეთმა განახორციელა 2008 წლის აგვისტოში და დღეს ჩვენ ვნახეთ სწორედ ეს განცხადებები აშშ-ს, ევროკავშირისა და უკრაინის მხრიდან სწორედ ეს არის მეგობრობა, პარტნიორობა, სტრატეგიული თანამშრომლობა, რომელიც ქვეყანას აუცილებლად მისცემს საშუალებას, რომ მოხდეს დეოკუპაცია. ეს თავდადება, რომელიც ქართველმა მებრძოლებმა აჩვენეს და დათმეს ყველაზე ძვირფასი, სიცოცხლე, აუცილებლად მოიტანს შედეგს“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, რუსეთის აგრესია არის განგრძობადი, რუსეთის აგრესია აგვისტოშიც დაიწყო იმ მიზნით, რომ საქართველოში შეცვლილიყო ხელისუფლება და გამხდარიყო რუსეთის ორბიტის განუყრელი ნაწილი.

„მათ ამ მიზანს ვერ მიაღწიეს და 7 აგვისტო არის თარიღი, როდესაც რუსეთის მხრიდან გადმოლახეს საზღვარი შეიარაღებულმა ძალებმა. ვფიქრობ, 7-სა და 8-ზე კამათი არსი მტრის ინტერესში“, – განახცადა ჯაფარიძემ.