ბადრი ჯაფარიძე - სულ რაღაც ხუთი თვის შემდეგ საქართველო კვლავ დაუბრუნდება დიდი ევროპული ოჯახისაკენ მიმავალ გზას
სულ რაღაც ხუთი თვის შემდეგ საქართველო კვლავ დაუბრუნდება დიდი ევროპული ოჯახისაკენ მიმავალ გზას, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე აცხადებს.
მისივე თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევით „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა მმართველობის დასრულებისკენ.
„დღეს „ოცნებამ“ კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადადგა მისი მმართველობის დასრულებისკენ და ისტორიაში მისი, როგორც პოლიტიკური ძალის, ქართველ ბოლშევიკებთან ერთად ადგილის მყარად დამკვიდრებისკენ.
ეროვნული ინტერესების საარაკო ღალატის მიუხედავად, „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი ვერ შეძლებენ, შეაჩერონ ქართველი ხალხის სწრაფვა თავისუფლებისკენ, მშვიდობისკენ და კეთილდღეობისკენ. სულ რაღაც ხუთი თვის შემდეგ საქართველო კვლავ დაუბრუნდება დიდი ევროპული ოჯახისაკენ მიმავალ გზას“, – აღნიშნავს ჯაფარიძე.
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია.