ბადრი ჯაფარიძე - „ქართული ოცნების“ ყოფილი ლიდერი დღევანდელს ბრალს სდებს თუ პირიქით, ამას არ აქვს მნიშვნელობა, ჩემთვის ორივე ერთი წყაროდან არიან წარმოშობილნი
გიორგი გახარია „ქართული ოცნების“ თვალსაჩინო წარმომადგენელი და პრემიერ-მინისტრი იყო, შესაბამისად, პასუხისმგებელია ყველა დანაშაულებრივ გადაწყვეტილებაზე, რომელიც მიღებული აქვს „ქართულ ოცნებას“ იმ პერიოდში. საერთოდ, „ქართული ოცნების“ თანამდებობის პირები გამოირჩევიან ტყუილებით და ტყუილები მათთვის სავიზიტო ბარათია, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.
მისი თქმით, არჩევნებში „ქართული ოცნება“ დამარცხდება, ოპოზიციური პარტიები კი, მიიღებენ მძლავრ მხარდაჭერას ამომრჩევლის მხრიდან.
„შესაბამისად, „ქართული ოცნების“ ყოფილი ლიდერი დღევანდელს ბრალს სდებს თუ პირიქით, ამას არ აქვს მნიშვნელობა, ჩემთვის ორივე ერთი წყაროდან არიან წარმოშობილი. რომელი ამბობს ტყუილს, ამის გარჩევა შეუძლებელია. „ქართული ოცნების“, როგორც არსებული, ისე ყოფილი ლიდერებისთვის ტყუილი არის ცხოვრების წესი. შესაბამისად, მათი ურთიერთბრალდებების შეფასება საინტერესო არ არის. რაც შეეხება იმას, თუ რა შედეგს ველოდებით, ველოდებით, რომ „ქართული ოცნება“ დამარცხდება მწარედ, ოპოზიციური პარტიები კი, მიიღებენ მძლავრ მხარდაჭერას ამომრჩევლის მხრიდან“, – განაცხადა ჯაფარიძემ.