ბადრი ჯაფარიძე - პარლამენტის მუშაობაში მონაწილეობის არმიღება ხელფასებზე უარის თქმას ნიშნავს
ჩვენ არ ვცნობთ ლეგიტიმურობას და გვინდა, ერთხელ და სამუდამოდ ყველა პოლიტიკურმა პარტიამ აიღოს პასუხისმგებლობა იმაზე, რომ ჩვენთვის მთავარი მანდატები არ არის, ჩვენთვის მთავარია, ერთხელ და სამუდამოდ მივიღოთ დემოკრატიული არჩევნები, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.
ამასთან, როგორც ჯაფარიძე ამბობს, პარლამენტის მუშაობაში მონაწილეობის არმიღება ხელფასებზე უარის თქმას ნიშნავს.
„ჩვენ არ ვცნობთ ლეგიტიმურობას და გვინდა, ერთხელ და სამუდამოდ ყველა პოლიტიკურმა პარტიამ აიღოს პასუხისმგებლობა იმაზე, რომ ჩვენთვის მთავარი მანდატები არ არის, ჩვენთვის მთავარია ერთხელ და სამუდამოდ მივიღოთ დემოკრატიული არჩევნები. ერთხელ და სამუდამოდ გვყავდეს ისეთი პარლამენტი, რომელშიც ოპოზიცია არ გამოიწვევს კითხვის ნიშნებს და ის ნამდვილად იქნება ქართველი ერის ნების გამომხატველი. ამიტომ არ შევდივართ პარლამენტში, რომელიც არ არის თავისუფალი და დემოკრატიული გზით არჩეული.
მონაწილეობის არმიღება ნიშნავს ხელფასებზე უარის თქმას და ყველა იმ პროცედურის შესრულებას, რომელიც გათვალისწინებულია. ხელფასების აღება უკვე არშესვლას არ ნიშნავს“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.