ბადრი ჯაფარიძე - ნიკა მელიასთან მიმართებით შემოთავაზებულია ევროკავშირის თავდებობა, გიორგი რურუასა და ნიკა მელიას განსაზღვრული ექნებათ ერთი და იგივე დროითი ჩარჩო, რათა ციხიდან გამოვიდნენ
ბადრი ჯაფარიძე - ნიკა მელიასთან მიმართებით შემოთავაზებულია ევროკავშირის თავდებობა, გიორგი რურუასა და ნიკა მელიას განსაზღვრული ექნებათ ერთი და იგივე დროითი ჩარჩო, რათა ციხიდან გამოვიდნენ

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ ნიკა მელიასთან მიმართებით ევროკავშირის მხრიდან შემოთავაზებულია თავდებობა.

„ნიკა მელიასთან მიმართებაში არის შემოთავაზებული ევროკავშირის თავდებობა. ეს თავდებობა იქნება ის საფუძველი, რომლის გამოც უნდა გათავისუფლდეს ახლა მელია. შემდგომ რაც შეეხება, ამას ჰქვია თავდებობა, ინგლისურად გარანტორი იქნება ევროკავშირის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, თავდებად ბატონ ნიკა მელიას განთავისუფლებაზე გამოდის ევროკავშირი. რაც შეეხება ბატონ რურუას, აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი, რომ ორივე ამ ადამიანს ექნება ერთი და იგივე დროითი ჩარჩო განსაზღვრული, რომ ისინი გამოვიდნენ ციხიდან საბოლოოდ, დასრულდეს პატიმრობა რურუასი და ნიკა მელიას საკითხი გადაიჭრას“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.