ბადრი ჯაფარიძე - მთლიანად მთავრობა უნდა გადადგეს და არა მხოლოდ ეკატერინე ტიკარაძე
მთლიანად მთავრობა უნდა გადადგეს და არა მხოლოდ ეკატერინე ტიკარაძე, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ეკატერინე ტიკარაძის გადაწყვეტილება არის კონფლიქტის შედეგი, რომელიც მთავრობაში არსებობდა.
„ეჭვი მაქვს, მას ასევე არ აპატიეს ის, რომ მიხეილ სააკაშვილის მულტიფუნქციურ კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით კონსილიუმის რეკომენდაცია გაიზიარა. ვფიქრობ, ესეც გახლდათ ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც, ალბათ კრიტიკული დამოკიდებულება იყო. მთლიანობაში, მთავრობა, რომელიც ვერ უმკლავდება გამოწვევებს, უნდა გადადგეს და შექმნილ ვითარებაში ეს იქნება სწორი ნაბიჯი“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობა დატოვა. ტიკარაძის თქმით, საქმიანობას „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოში გააგრძელებს.