ბადრი ჯაფარიძე - მოსალოდნელი იყო, რომ „ქართული ოცნება“ მოსამართლის გადაწყვეტილებას ინტერპრეტირებას გაუკეთებდა და სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე იმსჯელებდა
„ლელოს“ წევრი ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ მოსალოდნელი იყო, „ქართული ოცნება“ მოსამართლის გადაწყვეტილებას ინტერპრეტირებას გაუკეთებდა და სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე იმსჯელებდა.
როგორც ბადრი ჯაფარიძემ აღნიშნა, ყველა დამოუკიდებელი იურისტი და სამართალმცოდნე ამბობს, რომ მანდატის შეწყვეტის საფუძველი არ არსებობს.
„შეწყდება თუ არა უფლებამოსილება, ჯერ ამაზე საუბარი ნაადრევია. „ქართული ოცნების“ უმრავლესობა ამ გადაწყვეტილება რომ მიიღებდა, ეს მოსალოდნელიც იყო. ჩვენი გვესმის მთელი ეს პროცესი იყო პოლიტიკური დევნა პროკურატურის, სასამართლოს მხრიდან და შესაბამისად, რამდენადაც ეს პოლიტიკური დევნა მიმდინარეობდა მმართველი ძალიდან, შესაბამისად, მოსალოდნელიც იყო, ისინი სასამართლოს გადაწყვეტილებას ასეთ ინტერპრეირებას გაუკეთებდნენ, მაგრამ ჩვენ დაველოდოთ სხდომის გადაწყვეტილებას.
რაც შეეხება სამართლებრივად არსებობს თუ არა საფუძველი – ყველა დამოუკიდებელი იურისტი და სამართალმცოდნე ამბობს, რომ მანდატის შეწყვეტის საფუძველი არ არსებობს, მაგრამ „ქართული ოცნება“ მიჰყვა მის ხაზს და ეს არის ამ ხაზის ნაწილი, რომელიც გულისხმობდა ჩვენს პოლიტიკურ დევნას. სხდომაზე დაუჭერს თუ არა მხარს უმრავლესობა დეპუტატების ამ გადაწყვეტილებას, ეს ვნახოთ და დაველოდოთ სხდომას“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე დღეს იმსჯელა. კომიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ ბადრი ჯაფარიძეს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდეს. როგორც სხდომაზე აღინიშნა, კომიტეტის პოზიციის საფუძველია კონსტიტუციური ნორმა იმის თაობაზე, თუ პარლამენტის წევრი კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ, მას უფლებამოსილება უნდა შეუწყდეს.