ბადრი ჯაფარიძე - მეორე ტურში მხარს დავუჭერთ ყველა ოპოზიციონერ მერობის კანდიდატს, რათა გვქონდეს ისეთი ტიპის მმართველობა, რომელიც გამორიცხავს კორუფციასა და ნეპოტიზმს
მეორე ტურში მხარს დავუჭერთ ყველა ოპოზიციონერ მერობის კანდიდატს, რათა გვქონდეს ისეთი ტიპის მმართველობა, რომელიც გამორიცხავს კორუფციასა და ნეპოტიზმს, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანას სჭირდება ცვლილებები და აღნიშნა, რომ მეორე ტურის გამართვამდე გადადგამენ ყველა ნაბიჯს, რათა მერობის კანდიდატებმა წარმატებას მიაღწიონ.
„მხარს დავუჭერთ ყველა ოპოზიციონერ მერობის კანდიდატს, რომელიც გადავიდა მეორე ტურში, მხარს დავუჭერთ სწორედ იმისთვის, რომ ამ ქალაქებში გვქონდეს ისეთი ტიპის მმართველობა, რომელიც გამორიცხავს ნეპოტიზმს, კორუფციას. სწორედ ამ მხარდაჭერით მხარს დავუჭერთ ჩვენი ხალხის ნებას, რომელიც გამოხატა გუშინ და რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ ქვეყანას სჭირდება ცვლილებები. ჩვენ ყველა ოლქსა და ქალაქში, სადაც ოპოზიციონერი მერობის კანდიდატები გადავიდნენ შემდეგ ტურში, მხარდაჭერას ვუცხადებთ და მეორე ტურებამდე გადავდგამთ ყველა ნაბიჯს, რათა ამ კანდიდატებმა მიაღწიონ წარმატებას“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.