ბადრი ჯაფარიძე - „ლელო“ მონაწილეობას მიიღებს 12 პუნქტთან დაკავშირებულ ყველა კანონპროექტზე, ოღონდ ინსტიტუციონალურ ფორმატში, ანუ კომიტეტებსა და პლენარულ სხდომებზე
ჩვენ უარი ვთქვით კობახიძის მიერ შექმნილ კომისიებში მონაწილეობაზე, რადგან ეს კობახიძემ შექმნა, კობახიძის შექმნილ კომისიაში შეუძლია, მონაწილეობა მიიღოს „ქართულმა ოცნებამ“, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ წევრმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, „ლელო“ მონაწილეობას მიიღებს 12 პუნქტთან დაკავშირებულ ყველა კანონპროექტზე, ოღონდ ინსტიტუციონალურ ფორმატში, ანუ კომიტეტებსა და პლენარულ სხდომებზე.
„არ ვაპირებთ, მონაწილეობა მივიღოთ კობახიძის მიერ შექმნილ კომისიებში, რადგან მას და „ქართულ ოცნებას“ რომ ჰქონოდათ სურვილი ოპოზიციასთან თანასწორი ურთიერთობის, ჯერ შეთანხმდებოდა მუშაობის ფორმატზე და შემდგომ გამოაცხადებდა ფორმატს. მაგრამ კობახიძემ თქვა, მე მინდა კომისიები. ეს მისი გადაწყვეტილებაა, ეს არ არის ინსტიტუციონალური ფორმატი. „ლელო“ იმოქმედებს ინსტიტუციონალურ ფორმატებში და იმოქმედებს ერთადერთი მიზნით, რომ 12-ვე პუნქტი შესრულდეს ზედმიწევნით, ოღონდ შესრულდეს ისე, როგორც ევროკავშირს აქვს სტანდარტი მიღებული და არა ისე, როგორც კობახიძეს ან მის ხელმძღვანელს და „ქართულ ოცნებას“ სურთ“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.