ბადრი ჯაფარიძე - იმედი მაქვს, „ქართულ ოცნებასა“ და სხვა პარტიებს შორის შეთანხმება შედგება, ამისთვის ორივე მხარემ უნდა გადავდგათ ნაბიჯები
ჩვენი ამოცანაა, მივაღწიოთ პოლიტიკურ შეთანხმებას, რომ განიმუხტოს პოლიტიკური კრიზისი, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ „ლელოს“ ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
როგორც ბადრი ჯაფარიძემ აღნიშნა, არ ასაჯაროებენ დოკუმენტებს, რომელსაც მხარეები ერთმანეთისგან იღებენ, თუ ამაზე შეთანხმება არ ექნებათ.
„ზედმეტი მოლოდინი არ უნდა შევქმნათ. ეს არის პროცესი, არც ერთ და არც ორ შეხვედრაში პროცესი ვერ დასრულდება, ამიტომ ზედმეტი მოლოდინები გაიზარდა, შემცირდა, მე არ მინდა ასეთი ტიპის კომენტარი გავაკეთო. მინდა ვთქვა, რომ ჩვენი ამოცანაა, მივაღწიოთ პოლიტიკურ შეთანხმებას, განიმუხტოს პოლიტიკური კრიზისი. ეს არის ჩვენი ამოცანა. ჩვენ ვიმუშავებთ ამისათვის მუდმივად და იმედი მაქვს, რომ „ქართულ ოცნებასა“ და სხვა პარტიებს შორის შეთანხმება შედგება, ამისთვის ორივე მხარემ უნდა გადავდგათ ნაბიჯები“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.