ბადრი ჯაფარიძე - გიორგი მარგველაშვილთან გვაქვს მუდმივი კონტაქტი, მუდმივი საუბრები
გიორგი მარგველაშვილთან გვაქვს მუდმივი კონტაქტი, მუდმივი საუბრები, სიის თემებს და ასეთ ტექნიკურ საკითხებს არ განვიხილავთ, – ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.
„ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია, რომ შემოვიტანოთ გაერთიანების იმპულსი, გვეყოფა დანაწევრება ადამიანების. საზოგადოება დაყოფილია, ჩვენ პირიქით, უნდა შევძლოთ, რომ გავამთლიანოთ. გიორგი მარგველაშვილთან გვაქვს ხედვის სრული თანხვედრა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მდგომარეობაში იმყოფება დღეს ქვეყანა, როგორ უნდა გამოვიყვანოთ ქვეყანა ამ გაჭირვებიდან და სიდუხჭირიდან, რომელშიც შეიყვანა დღევანდელმა ხელისუფლებამ. რაც შეეხება სიას და სხვა საკითხებს, ეს არის ტექნიკური საკითხები. როდესაც გვექნება ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება, აუცილებლად გავაცნობთ საზოგადოებას“,- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა სამომავლო გეგმებთან დაკავშირებულ კითხვაზე პასუხისას განაცხადა, რომ „ამომრჩეველი ყველაზე მეტად ელოდება ახალ ძალას“ და მიმდინარეობს მოლაპარაკება პოლიტიკურ ველზე, რათა „ასეთი პლატფორმა შეიქმნას“.