ბადრი ჯაფარიძე - ევროკავშირისადმი წერილში მოთხოვნილია, რომ იმ დანაშაულების გამოძიება უნდა ჩატარდეს, რომელიც 26 ოქტომბერს იყო ჩადენილი
ბადრი ჯაფარიძე - ევროკავშირისადმი წერილში მოთხოვნილია, რომ იმ დანაშაულების გამოძიება უნდა ჩატარდეს, რომელიც 26 ოქტომბერს იყო ჩადენილი

„ძლიერი საქართველოს“ წევრის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ევროკავშირისადმი წერილში მოთხოვნილია, რომ გამოძიებული იყოს დანაშაულები, რომლებიც 26 ოქტომბრის არჩევნებს ეხება.

ჯაფარიძე გამოეხმაურა ოთხი ოპოზიციური პარტიის მიერ ჯოზეფ ბორელისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებისადმი წერილით მიმართვას.

„თქვენ თუ წაიკითხეთ წერილი, იქ წერია შემდეგი რამ, რომ გამოძიება უნდა ჩატარდეს იმ დანაშაულების, რომელიც ჩადენილ იქნა 26 ოქტომბერს. გამოძიება დანაშაულების. ეს არის მოთხოვნა“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

კოალიცია „ცვლილებებისთვის“, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „ძლიერი საქართველო“, პარტია „საქართველოსთვის“ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჯოზეფ ბორელს და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს წერილით მიმართავს.