ბადრი ჯაფარიძე - ჩვენმა 250 000-მა მხარდამჭერმა არჩევნებზე უნდა მიიყვანოს ერთი ადამიანი, რათა 500 000 გავხდეთ
პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ლელო საქართველოსთვის“ წინასაარჩევნო კამპანიის შემაჯამებელი აქცია გამართა.
აქციაზე სიტყვით გამოვიდნენ პარტიის ლიდერები, რომლებმაც მიღწეულ მიზნებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
აქციაზე შეკრებილებს მიმართა „ლელოს“ გენერალურმა მდივანმა, ბადრი ჯაფარიძემ.
მისი თქმით, „ლელო“ წამყვანი პოლიტიკური ძალაა, რომელმაც ქართულ პოლიტიკაში ახალი სტანდარტი შემოიტანა.
„ჩვენ მხარდაჭერებს ვუთხარით, რომ 31 ოქტომბერს მობილიზება გვჭირდება და ჩვენმა 250 000-მა მხარდამჭერმა არჩევნებზე უნდა მიიყვანოს ერთი ადამიანი, რათა გავხდეთ 500 000 და გავხდეთ ძირითადი პოლიტიკური ძალა, როომელიც კოალიცურ მთავრობაში ლოკომოტივი იქნება“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.