ბადრი ჯაფარიძე - ჩვენი ქვეყნის მეგობარმა დაინახა, რომ ოპოზიცია არის კონსტრუქციულად განწყობილი და სურს კრიზისის განმუხტვა
ჩვენი ქვეყნის მეგობარმა დაინახა, რომ ოპოზიცია არის ძალიან კონსტრუქციულად განწყობილი და ოპოზიციის სურვილია, ეს კრიზისი განიმუხტოს, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ ლიეტუვის სეიმის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
როგორც ბადრი ჯაფარიძემ აღნიშნა, ძალიან კონსტრუქციული, მეგობრული და სასარგებლო შეხვედრა შედგა.
„კიდევ ერთხელ ჩვენი ქვეყნის მეგობარმა დაინახა, რომ ოპოზიცია არის ძალიან კონსტრუქციულად განწყობილი და ოპოზიციის სურვილია, ეს კრიზისი განიმუხტოს. ჩვენ გვაქვს ახლა კრიზისი, რომელიც დაკავშირებულია მელიას დაკავებაზე სასამართლოს მიღებულ გადაწყვეტილებაზე და კრიზისი, რომელიც შეიქმნა 31 ოქტომბრის არჩევნების შემდგომ. ჩვენ ორივე პრობლემა უდნა მოვაგვაროთ. დაუყოვნებლივ მოსაგვარებელი პრობლემა, ეს არის კრიზისი მელიას დაკავებასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებასთან მიმართებაში. ჩვენ აქ მზად ვართ, რომ დაუყოვნებლივ მივუსხდეთ მოლაპარაკების მაგიდას „ქართულ ოცნებასთან“ ერთად, რათა გამოსავალი ვიპოვოთ ამ ძალიან რთული ვითარებიდან, რომელშიც შევედით სასამართლოს გადაწყვეტილებისა და პროკურატურის მოქმედების გამო. მავდროულად, ჩვენი მეგობრები მზად არიან, ხელი შეუწყონ პროცესს, რათა ჩვენ ეს პოლიტიკური კრიზისი, რომელიც მიმდინარეობს უკვე რამდენიმე თვეა, განიმუხტოს და მიღწეული იქნას შეთანხმება ოპოზიციასა და „ქართულ ოცნებას“ შორის“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.