ბადრი ჯაფარიძე - ჩვენი ამოცანაა, „ოცნება“ ისე გავუშვათ ხელისუფლებიდან, რომ სააკაშვილი არ დაბრუნდეს
„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე გამორიცხავს, რომ ოპოზიციის საპროტესტო აქციებს მიხეილ სააკაშვილი მართავს. ამის შესახებ ბადრი ჯაფარიძემ „კვირის პალიტრასთან“ საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლება ისე უნდა შეიცვალოს, რომ მიხეილ სააკაშვილს უკან დაბრუნების შესაძლებლობა არ ჰქონდეს.
„გამოვრიცხავ. ასევე გამოვრიცხავ ხელისუფლების ნარატივს სააკაშვილის დაბრუნების შესახებ. ჩვენი ამოცანაა, „ოცნება“ ისე გავუშვათ ხელისუფლებიდან, რომ სააკაშვილი არ დაბრუნდეს უკან. დღევანდელი ოპოზიციური სპექტრი სავსებით განსხვავებულია მსოფლმხედველობითა და შეხედულებებით, მაგრამ გვაქვს ერთი საერთო მიზანი – პოლიტიკური მშვიდობა, ვადამდელი არჩევნები და კოალიციური მთავრობის მუშაობით ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა“, – აცხადებს ბადრი ჯაფარიძე.