ბადრი ჯაფარიძე - ჩემი პირადი აზრია, რომ თუ ჩვენ ბოიკოტს ვაგრძელებთ, პარტიული დაფინანსება არ უნდა მივიღოთ
ბადრი ჯაფარიძე - ჩემი პირადი აზრია, რომ თუ ჩვენ ბოიკოტს ვაგრძელებთ, პარტიული დაფინანსება არ უნდა მივიღოთ

ჩემი პირადი აზრია, რომ თუ ჩვენ ბოიკოტს ვაგრძელებთ, პარტიული დაფინანსება არ უნდა მივიღოთ, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადი ჯაფარიძემ პარტიების მიერ საბიუჯეტო დაფინანსების მოთხოვნასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა პარტია თავად იღებს გადაწყვეტილებას და ამის გამო ვინმესთვის იარლიყის მიწებებას არ აპირებს.

„ჩვენ ამ თემას ახლა ვიხილავთ პოლიტსაბჭოზე. ჩემი პირადი აზრია, რომ თუკი ჩვენ ბოიკოტს გავაგრძელებთ, მაშინ ჩვენ არ მივიღოთ პარტიული დაფინანსება, მაგრამ ყველა პარტია იღებს თავის გადაწყვეტილებას. ყველა პარტიის გადაწყვეტილებას პატივს ვცემთ. ამის გამო რაიმე იარლიყის მიწებებას არავისთვის არ ვაპირებ.

რაც შეეხება უახლოეს სამ დღეში კონკრეტულად ჩვენ როგორ ვიმოქმედებთ, ეს დამოკიდებული იქნება პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებაზე“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, საბიუჯეტო დაფინანსების მიღების მიზნით, ცხრა პოლიტიკურმა პარტიამ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართა, მათ შორის არიან ის პარტიებიც, რომლებიც პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებენ და ბოიკოტის რეჟიმში არიან.