ბადრი ჯაფარიძე - ასეთი მაღალი დონის ჩართულობა არის უნიკალური შანსი, რომ ერთად ვიფიქროთ კონსტრუქციულად
ასეთი მაღალი დონის ჩართულობა არის უნიკალური შანსი, რომ ერთად ვიფიქროთ კონსტრუქციულად, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ კრისტიან დანიელსონისა და ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, მაღალი დონის ჩართულობა და პროფესიონალიზმი ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა.
„ეს მოლაპარაკებები მნიშვნელოვანია, რათა მივაღწიოთ ჩვენს ქვეყანაში დეესკალაციას, კრიზისის განმუხტვას და შევქმნათ ფუნდამენტი ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი განვითარებისთვის. ასეთი მაღალი დონის ჩართულობა არის უნიკალური შანსი, რომ ერთად ვიფიქროთ კონსტრუქციულად და ქვეყანა გამოვიყვანოთ იმ ძალიან ბევრი პრობლემიდან, რომელშიც ახლა ვიმყოფებით.
მოლაპარაკების კონკრეტული შინაარსის საჯაროდ გამოტანა არ შეიძლება. ეს არის მოლაპარაკების წესი და კანონი. ვსაუბრობთ ყველა იმ პრობლემაზე, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს, ყველა იმ საკითხზე, რომელიც იქნა დასმული შარლ მიშელის მიერ. რაც შეეხება იმას, მაქვს თუ არა ოპტიმიზმის საფუძველი, რა თქმა უნდა მაქვს, გამომდინარე ჩართულობის დონიდან, პროფესიონალიზმიდან და მონდომებიდან, რომელიც მე ვნახე და რომელიც ეჭვს არ იწვევს.