ბადრი ჯაფარიძე - ამ ეტაპზე შეთანხმება ვერ შედგა, რადგან „ქართულმა ოცნებამ“ გამოავლინა გაუმართლებელი სიხისტე
ბადრი ჯაფარიძე - ამ ეტაპზე შეთანხმება ვერ შედგა, რადგან „ქართულმა ოცნებამ“ გამოავლინა გაუმართლებელი სიხისტე

ამ ეტაპზე პროცესი შეჩერდა, ჩვენი მთავარი პარტნიორები განიხილავენ შექმნილ ვითარებას ბრიუსელში, ჩვენ დიალოგში ჩართული ვიქნებით მუდმივად. ამ ეტაპზე შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული იმის გამო, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გამოავლინა გაუმართლებელი სიხისტე, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძე განაცხადა.

როგორც ბადრი ჯაფარიძემ აღნიშნა, მედიატორების მიერ შემუშავებული იქნა ძალიან საინტერესო იდეები, რაც ეხება საქართველოს ინსტიტუციურ განვითარებას, დემოკრატიის განვითარებას ჩვენ ქვეყანაში, ეს იდეები არ იქნა გაზიარებული მეორე მხარის მიერ.

„მიმაჩნია, რომ ამ პროცესში წარმოჩნდა ოპოზიცია, როგორც უკიდურესად კონსტრუქციულად განწყობილი და მზად, მაგრამ იგივე ჩვენ ვერ მივიღეთ მეორე მხრიდან. რიგი წინადადებები მედიატორის მხრიდან იყო მისაღები, ოპოზიციისთვის, არ იყო მისაღები „ქართული ოცნებისთვის“. ეს არ ნიშნავს, რომ პროცესი დასრულდა, ამ ეტაპზე პროცესი შეჩერდა. ჩვენი მთავარი პარტნიორები განიხილავენ შექმნილ ვითარებას ბრიუსელში, ჩვენ დიალოგში ჩართული ვიქნებით მუდმივად, ამ ეტაპზე შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული იმის გამო, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გამოავლინა გაუმართლებელი სიხისტე და ამან არ მოგვცა საშუალება, რომ გაგვეკეთებინა გარღვევა. მინდა მაინც გითხრათ, რომ ევროკავშირის რჩება საქართველოს უმნიშვნელოვანეს პარტნიორად და ეს არის მნიშვნელოვანი იმედის მომცემი ფაქტორი, ამერიკის შეერთებული შტატები რჩება ამ პროცესის ერთგული, რასაც ჰქვია პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა ჩვენ ქვეყანაში. ჩვენ აუცილებლად, საბოლოო ჯამში განვმუხტავთ ამ კრიზისი, ოღონდ ამისათვის „ქართულმა ოცნებამ“ უნდა იგრძნოს პასუხისმგებლობა სახელმწიფოსა და ჩვენი თანამოქალაქეების მიმართ“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.