ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ „ლელოს“, „გირჩის“, „ევროპული საქართველოსა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ შერწყმაზე მსჯელობა არ მიმდინარეობს
„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ რაიმე სახის ბლოკის შექმნაზე საუბარი ნაადრევია.
ჟურნალისტების კითხვაზე, იგეგმება თუ არა „ლელოს“, „გირჩის“, „ევროპული საქართველოსა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ შერწყმა, ჯაფარიძე პასუხობს, რომ „მსგავსი ტიპის მსჯელობა არ მიმდინარეობს“.
„ამაზე სუაბარი არის ნაადრევი, ახლა ჩვენი მთავარი საზრუნავია, მივაღწიოთ პოლიტიკურ შეთანხმებას, რომელიც მოგვცემს საშუალებას, პოლიტიკური პროცესები გადავიდეს ნორმალურ კალაპოტში და გამოვიხეთ პოლიტიკური კრიზისიდან. ჯერ ჩვენ უნდა შევთანხმდეთ ვადამდელ არჩევნებზე. იმაზე საუბარი, ვინ როგორი ფორმით მიიღებს არჩევნებში მონაწილებას, ნაადრევია. პირველი რიგის ამოცანა არის პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლა. მსგავსი ტიპის მსჯელობა არ მიმდინარეობს”, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
ამასთან მისივე თქმით, არიან პარტიები, რომლებთანაც „ლელოს“ მეტი საერთო აქვს.
„ჩვენ მჭიდრო კოორნდინაცია გვაქვს პარტიებში, რომლებმაც ამ დამახინჯებული შედეგების საფუძველზე, ბარიერი გადავლახეთ. ქართული პოლიტიკური ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომ განსხვავებული წარსულისა და მსოფლმხედველობის პარტიები ძალიან მჭიდროდ თანამშრომლებენ. რა თქმა უნდა, არიან პარტიები, რომლებთანაც ჩვენ უფრო მეტი მსოფლმხედველობრივი სიახლოვე გვაქვს, მათთან კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობა და კოორდინაცია გვსურს და კიდევ გავაგრძელებთ, მაგრამ ამ წუთას მთავარი ამოცანა არის მივაღწიოთ თანამშრომლობას „ქართულ ოცნებასთან“. ეს არის ერთადერთი გზა პოლიტიკური კრიზისიდან გამოსასვლელად.
ჩვენ ახლა არ გვინდა განცდა შევქმნათ, რომ პოლიტიკური შეთანხმების მიღწევასთან დაკავშირებით, პარტიებს შორის არის რაიმე განსხვავება. აქ ყველა აბსოლუტრად ვთანხმდებით, რომ აუცილებელია პოლიტკური შეთანხმება და ეს სჭირდება ქვეყანას“, – განაცხადა ბადრი ჯადარიძემ.