ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ „ლელო“ შეუერთდება სალომე ზურაბიშვილის მიერ წარდგენილ ქარტიას
„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ „ლელო“ შეუერთდება საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ ოპოზიციური პარტიებისთვის შეთავაზებულ ქარტიას.
„„ლელო“, რა თქმა უნდა, შეუერთდება ამ ქარტიას. ჩვენ მიგვაჩნია, რომ მისი შესრულება ქვეყანას აუცილებლად გააწევრიანებს ევროკავშირში. ძალიან მნიშვნელოვანი ქარტიაა და ჩვენ შევუერთდებით, „ლელო“ შეუერთდება“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
ორბელიანების სასახლესთან გამართულ ღონისძიებაზე სალომე ზურაბიშვილი 26 ოქტომბერს დროებითი პარლამენტის არჩევისა და მთავრობის ახალი მოდელის ინიციატივით გამოვიდა, რომელიც პოლიტიკური პარტიებისგან არ იქნება დაკომპლექტებული. სალომე ზურაბიშვილმა პოლიტიკურ პარტიებს „ქართულ ქარტიაზე“ ხელმოწერა შესთავაზა.