ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ ამ მომენტისთვის ნიკა მელიასთან არანაირი კონსულტაცია არ მიმდინარეობს
ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ ამ მომენტისთვის ნიკა მელიასთან არანაირი კონსულტაცია არ მიმდინარეობს

„ლელოს“ წევრის ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ამ მომენტისთვის ნიკა მელიასთან არანაირი კონსულტაცია არ მიმდინარეობს.

„ძნელია საუბარი თეორიულ სცენარებზე. ამ წუთას არ განიხილება, არ მიმდინარეობს არანაირი კონსულტაცია“, – აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, ჯერ ადრეა საუბარი, ამა თუ იმ პარტიას როგორი ფორმატით აქვს განზრახული არჩევნებში მონაწილეობა.

„გვაქვს მკაფიო გეგმა. რაც შეეხება „ლელოს“, უახლოეს პერიოდში გავაგრძელებთ ჩვენი საზოგადოების ინფორმირებას იმ გეგმებზე, რომლებიც გაგვაჩნია, კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომლებსაც გადავდგამთ, როგორც კი შეიცვლება „ქართული ოცნება“ და სათავეში მოვა პროევროპული, დემოკრატიული, კოალიციური მმართველობა“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, მამუკა ხაზარაძემ 2023 წლის 28 დეკემბერს განაცხადა, რომ „ლელოს“ ნიკა მელიასთან ერთიანი სტრატეგიული პარტნიორობა ექნება, თუმცა არჩევნების წინ გაერთიანებას და ახალი სახელით წარდგომას არ გამორიცხავს.