ბადმინტონი სპორტის ოლიმპიური სახეობაა, რომელსაც თამაშობენ ჩოგნით. ის ძალიან ჰგავს ჩოგბურთს. ერთმანეთის მოპირდაპირე მხარეს მდგომი მეტოქეები, რომლებსაც გაჭიმული ბადე ჰყოფთ, ჩოგნით ისვრიან კორპის ან პლასტმასის ძაბრისებურ ბურთს – ვოლანს. სპორტსმენთა მიზანია, არ დაუშვან ვოლანის საკუთარ ნახევარში დავარდნა და ის მოწინააღმდეგის ნახევარში დააგდონ. თამაში 15 ქულამდეა. ბადმინტონს თამაშობენ ერთეულებში ან წყვილებში, მათ შორის შერეული წყვილებიც. სპორტის ეს სახეობა მოითხოვს სისწრაფესა და ფიზიკურ გამძლეობას.
ბადმინტონის საერთაშორისო ფედერაცია 1934 წელს დაარსდა. დღეს ის 150-ზე მეტ წევრ ქვეყანას აერთიანებს. ოლიმპიურ პროგრამაში 1992 წლიდან მოხვდა.
მინსკის ევროპულ თამაშებზე მედლების 5 კომპლექტი გათამაშდება. გაიმართება ინდივიდუალური შეჯიბრი ქალებსა და კაცებში, წყვილთა დაპირისპირება კაცებსა და ქალებში და შეჯიბრი შერეულ წყვილებში. ასპარეზობა 24 ივნისს დაიწყება და 30-ში დასრულდება.