ბაჩუკი ქარდავა - ზუგდიდში 5 ათასამდე აქტივისტი არის მობილიზებული, ვპირდებით ამომრჩეველს, მათ ხმებს დავიცავთ
ბაჩუკი ქარდავა - ზუგდიდში 5 ათასამდე აქტივისტი არის მობილიზებული, ვპირდებით ამომრჩეველს, მათ ხმებს დავიცავთ

ჩვენი მთავარი კვლევა არის ჩვენი კომუნიკაცია ხალხთან და ამომრჩეველთან, – ამის შესახებ „გაერთიანებული ოპოზიცია-ძალა ერთობიაშიას“ წარმომადგენელმა ბაჩუქი ქარდავამ ჟურნალისტებს ზუგდიდში განუცხადა, საპარლამენტო ურავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის დღევანდელ ბრიფინგთან დაკავშირებით,

ქარდავას თქმით, ის პირადად აწარმოებდა „კარდაკარ“ კვლევას ზუგდიდში და კარგად იცნობს ამომრჩევლის განწყობას.

„ზუგდიდში ხელიხუფლების მხარდაჭერა არის ნულის ტოლი. რაც შეეხება გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატს, სანდრა რულოვსს, მის მიმართ ნდობა, სიყვარულში გადაზრდილი დამოკიდებულებაა და ასეთია არჩევანი დღეს ზუგდიდში, ზუგდიდი ირჩევს სანდრა რულოვსს და ხელისუფლება ამას ძალიან კარგად ხვდება. სწორედ ამიტომაც გარკვეულ აფიორებსა და მაქინაციებს ახდენენ და აკეთებენ ამ ტიპის განცხადებებს“, – განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.

ამასთან, როგორც ქარდავამ აღნიშნა, გაერთიანებული ოპოზიცია კარგად იცნობს არათუ სხვადასხვა ორგანიზაციის, არამედ „ქართული ოცნების“ კვლევებსაც. მისი თქმით, „ოცნების“ კვლევითაც სანდრა რულოვსი იმარჯვებს.

„ამდენად, არის ძალადობა,  პროვოკაციები, რასაც მთელი თვის განმავლობაში ვხედავთ „ქართული ოცნებიდან“, ალბათ ხვალაც იქნება ამის მცდელობა“, – აღნიშნა ქარდავამ.

მისი თქმით, გაერთიანებული ოპოზიციის სტრატეგიაა, მშვიდად დაამარცხოს ზუგდიდში „ქართული ოცნება“.

„ჩვენი ტაქტიკა და სტრატეგიაა, მშვიდად, ორგანიზებულად დავამარცხოთ „ქართული ოცნება“ ზუგდიდში“, – აღნიშნა ქარდავამ.

ამასთან, მისი თქმით, გაერთიანებული ოპოზიცია კანონით მინიჭებულ ყველა რესურსს გამოიყენებს ამომრჩეველთა ხმების დასაცავად.

„ერთ-ერთი ყველაზე მთავარი რესურსი ჩვენი არის მოსახლეობის მხარდაჭერა და გვაქვს ერთი ამოცანა, არ მივცეთ საშუალება, აწარმოონ კარუსელი, არ მივცეთ საშუალება, ფალსიფიცირებული პორადობის მოწმობებით შევიდნენ უბანზე სუს-ის მიერ დაორგანიზებული ჯგუფები და ამას ძალიან მარტივად მოვახრხებთ. როგორც გითხარით არაერთხელ, 5 ათასამდე აქტივისტი არის მობილიზებული ზუგდიდში. ესენი არამხოლოდ ჩამოსული ადამიანები, არამედ ადგილობრივი აქტივისტები არიან, არამხოლოდ პოლიტიკური პარტიებიდან, ძალიან ბევრი ადამიანი მოდის, ამომრჩეველი, რომელსაც აქვს სურვილი, ჩაერთოს ხმების დაცვაში. მოსახლეობის მხირდან ყველზე მთავარი კითხვა ყველა შეხვედრაზე  არის ერთი  – შეძლებთ თუ არა დაიცვათ ჩვენი ხმები. ჩვენ ვპირდებით ამომრჩეველს, რომ მათ ხმას აუცილებლად დავიცავთ“, – აღნიშნა ბაჩუკი ქარდავამ.

არჩილ თალაკვაძემ დღეს ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი გეგა შენგელია დამაჯერებელ უპირატეობას ფლობს, რაც იციან „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მასთან დაკავშირებულმა პარტიებმა, ამიტომაც მათი კამპანია აგრესიითა და პროვოკაციებით შეიცვალა. ამასთან, მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“  მთავარი მიზანია არჩევნების დისკრედიტაცია და მისი ჩაშლაც კი,  თუ შედეგები და კენჭისყრის პროცესი იქნება მათი პოლიტიკური დღის წესრიგისთვის მიუღებელი.