ბაჩუკი ქარდავა - ხელფასი ჩემს ხელთ თუ აღმოჩნდება, საგაზაფხულო მწვავე საპროტესტო აქციებისთვის აუცილებლად ამ ფულით შევიძენ უკვე შეკვეთილ ტექნიკურ აღჭურვილობას
ბლოკის „ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშია“ წევრი ბაჩუკი ქარდავა მის მიერ პარლამენტისთვის ხელფასის მოთხოვნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.
აღნიშნულის შესახებ ქარდავა სოციალურ ქსელში წერს.
„კობახიძეზე დაყრდნობით, მედიამ მამცნო, რომ თურმე ხელფასი მომითხოვია. ისე, ძალიან უცნაურ ქვეყანაში კი ვცხოვრობთ, მაგრამ ფაქტია, ირაკლის რამსები ერევა. ხელფასი იქცა პოლიტიკური პინგპონგის იარაღად. ესეც ამ ხელისუფლების უნიჭობის მორიგი დასტურია. პატივცემულებო, ბაჩუკი ქარდავა არ არის და არც არასოდეს იქნება არალეგიტიმური პარლამენტის წევრი. რაც შეეხება ხელფასს, თუ ის ჩემს ხელთ აღმოჩნდება, საგაზაფხულო მწვავე საპროტესტო აქციებისთვის, აუცილებლად ამ ფულით შევიძენ ჩემს მიერ უკვე შეკვეთილ ტექნიკურ აღჭურვილობას, მეგაფონებს და საწვიმარს, ე.წ. პლაშოვკებს ლამაზი წარწერით: არა ივანიშვილის რეჟიმს, ვითხოვთ სამართლიან არჩევნებს“, – წერს ქარდავა სოციალურ ქსელში.
არსებული ინფორმაციით, მეათე მოწვევის პარლამენტს ხელფასის დარიცხვის მიზნით სამმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა მიმართა.
კობახიძეზე დაყრდნობით, მედიამ მამცნო, რომ თურმე ხელფასი მომითხოვია… 🤔
ისე, ძალიან უცნაურ ქვეყანაში კი ვცხოვრობთ……
Posted by Bachuki Kardava on ოთხშაბათი, 30 დეკემბერი, 2020