ბაჩუკი ქარდავა აცხადებს, რომ ეროვნულ-დემოკრატიული პარტია ხელს აწერს პრეზიდენტის მიერ წარდგენილ „ქართულ ქარტიას“
ბაჩუკი ქარდავა აცხადებს, რომ ეროვნულ-დემოკრატიული პარტია ხელს აწერს პრეზიდენტის მიერ წარდგენილ „ქართულ ქარტიას“

ბაჩუკი ქარდავა აცხადებს, რომ ეროვნულ-დემოკრატიული პარტია უერთდება და ხელს აწერს პრეზიდენტის მიერ წარდგენილ „ქართულ ქარტიას“.

„ანტიდემოკრატიული და პრორუსული ხელისუფლების ცვლილებისთვის მთავარი ამოცანაა პოლიტიკური კონსოლიდაცია და ამ ვითარებაში პრეზიდენტის ინიციატივა დროული და მისაღებია“, – აღნიშნავს ბაჩუკი ქარდავა.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პოლიტიკურ პარტიებს სამოქმედო გეგმა, „ქართული ქარტია“ წარუდგინა. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, „ქართულ ქარტიაში“ ასახულია საზოგადოების დაკვეთა და მოთხოვნა.