ბაჩო დოლიძე - ნიკა მელიამ ისაუბრა კონკრეტულ პროვოკატორებზე, რომლებიც დიდი ეჭვია, რომ იმართებიან სხვადასხვა სტრუქტურის მხრიდან, რომელთა ამოცანაა პროვოკაციების მოწყობა
ნიკა მელიამ ისაუბრა კონკრეტულ პროვოკატორებზე, რომლებიც სამწუხაროდ, დიდი ეჭვია, რომ იმართებიან სხვადასხვა სტრუქტურის მხრიდან, რომელთა ამოცანაა პროვოკაციების მოწყობა, ერთი ან მეორე ლიდერის სახელით, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ბაჩო დოლიძემ განაცხადა.
„კარგად უნდა გვესმოდეს და ხაზი უნდა გავუსვათ, რომ აქტივისტებზე არ არის საუბარი და ადამიანებზე, რომლებსაც გულით უნდათ ის, რომ ნორმალურ ქვეყანაში იცხოვრონ და წუხან იმ ფაქტით, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტის ინვალიდიზაციის პრობლემა დგას დღეს, 21-ე საუკუნეში. ნიკა მელიამ ისაუბრა კონკრეტულ პროვოკატორებზე, რომლებიც სამწუხაროდ ჯერ კიდევ დიდი ეჭვია, რომ იმართებიან სხვადასხვა სტრუქტურის მხრიდან, რომელთა ამოცანაა პროვოკაციების მოწყობა ერთი ან მეორე ლიდერის სახელით. შესაბამისად, ეს ადამიანები რა თქმა უნდა, ჩირქს სცხებენ როგორც აქტივისტებს, ასევე გულწრფელ მხარდამჭერებს. ნიკამ აბსოლუტურად კონკრეტული ხაზი გაუსვა კონკრეტულ ადამიანებზე, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ დესტრუქციის მომტანები არიან. მიხარია, რომ ეს არ ეხება „ნაციონალური მოძრაობის“ აქტიურ მხარდამჭერებს, ეს ეხებათ იმ კონკრეტულ ადამიანებს, რომლებიც დავალებებს იღებენ სხვა დაწესებულებისგან“, – განაცხადა დოლიძემ.
ნიკა მელია დღეს სოციალურ ქსელში ბათუმში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა. როგორც ნიკა მელია წერს: „სამარცხვინოა, როდესაც ვითომ მიშას გათავისუფლების იდეით „შთაგონებული“ აქტივისტი შეურაცხყოფას აყენებს პარტნიორი პარტიის თავმჯდომარეს, მისნაირების გამო ერიდება ბევრი „ნაცმოძრაობის“ მხარდაჭერას“.