ბაჩო დოლიძე - მოვისმინე ჩემი მეგობრების განცხადებები, რომ არ აპირებდნენ თავმჯდომარის არჩევნებზე კანდიდატურის დაყენებას, რომელიმეს შეიძლება, გადაწყვეტილების შეცვლა მოუწიოს
ბაჩო დოლიძე - მოვისმინე ჩემი მეგობრების განცხადებები, რომ არ აპირებდნენ თავმჯდომარის არჩევნებზე კანდიდატურის დაყენებას, რომელიმეს შეიძლება, გადაწყვეტილების შეცვლა მოუწიოს

მოვისმინე ჩემი მეგობრების განცხადებები, რომ არ აპირებდნენ თავმჯდომარის არჩევნებზე კანდიდატურის დაყენებას, შეიძლება, რომელიმეს გადაწყვეტილების შეცვლა მოუწიოს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ბაჩო დოლიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მოსალოდნელია არჩევნებში ნიკა მელიამ გაიმარჯვოს, რაც მის მხარდამჭერებზე იქნება დამოკიდებული.

„არ მაინტერესებს, რას საუბრობენ „ქართულ ოცნებაში“. მათთვის უცხოა, რომ  შეიძლება შიდა არჩევნები იყოს. ეს „ოცნებისთვის“ გაუგებარი და წარმოუდგენელია, ყურადღებას ნუ მივაქცევთ. ვერავის დავუშლით კანდიდატურის წამოყენებას. ეს არის ამ პროცესის ხიბლი, რომ საჯარო და ღიაა. ვისაც ამბიცია აქვს, დაიკავოს სხვა პოზიცია ან თავმჯდომარე გახდეს, უნდა მიეცეს შესაძლებლობა. დავიწყებთ მსჯელობას, როგორ უნდა ჩატარდეს არჩევნები და რა ვადებში. მთავარია, ბევრ მხარდამჭერს მიეცეს მონაწილეობის შესაძლებლობა. შემდგომ, კანდიდატებსაც უნდა ჰქონდეთ კამპანიის წარმოების შესაძლებლობა. მოვისმინე ჩემი მეგობრების პირველი განცხადებები იმაზე, რომ არ აპირებდნენ კანდიდატურის დაყენებას, მაგრამ ვფიქრობ, შეიძლება, რომელიმეს მოუწიოს გადაწყვეტილების შეცვლა, სხვანაირად ეს პროცესი აზრს კარგავს, ვიღაცა ხომ უნდა წარდგეს. ვინც თქვა, არაო მოუწევს, ალბათ აზრის შეცვლა. რა თქმა უნდა, ვუშვებ შესაძლებლობას, რომ მელია მეორედ გახდეს თავმჯდომარე, ეს მხარდამჭერებზე იქნება დამოკიდებული. პირადად მე ჩვენი პარტიის ხვალინდელ პრაგმატულ ნაბიჯების გადადგმას დავუჭერ მხარს. მთავარი ამოცანაა, დავლაგდეთ, ჩამოვყალიბდეთ არჩევნების ფორმაზე, ბევრი ტექნიკური დეტალია გასავლელი. არ დამიმალავს, ამ ადამიანების ნაწილს ველოდი თათბირზე და მეორე დღეს დავინახე ბრიფინგზე, ეს იყო მოულოდნელი. ყოველდღიური კომუნიკაცია როცა გვაქვს, ვცვლით აზრებს და ვგეგმავთ, მოულოდნელი იყო. ახლა ამას ვერ შევცვლით, მაგრამ უნდა ვფოკუსირდეთ, რომ არჩევნები ცივილურად ჩატარდეს“, – განაცხადა ბაჩო დოლიძემ.