ბაბ ელ-მანდების სრუტის ჩაკეტვის შემთხვევაში, ისრაელი ირანს სამხედრო პასუხით ემუქრება
ბაბ ელ-მანდების სრუტის ჩაკეტვის შემთხვევაში, ისრაელი ირანს სამხედრო პასუხით ემუქრება.
ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ქვეყნა ნებისმიერი საფრთხის წინააღმდეგ კარგად არის მომზადებული.
„თუ ირანი ბაბ ელ-მანდების სრუტის ბლოკირებას შეეცდება, დარწმუნებული ვარ, რომ საერთაშორისო კოალიციის წინააღმდეგობას შეხვდება და აღნიშნულ კოალიციაში ისრაელის არმიის ყველა განშტოება იქნება წარმოდგენილი“ – აღნიშნა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
თავად ირანში ბაბ ელ-მანდების შესახებ არაფერი უთქვამთ, თუმცა იემენელმა შიიტმა ჰუსიტებმა, რომლებსაც ისრაელი ირანთან აკავშირებს, აღნიშნულ რაიონში საუდის არაბეთის ნავთობის ტანკერები დაბომბეს.
აგვისტოს დასაწყისში აშშ-ი ირანის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესებას გეგმავს. ირანში ამბობენ, რომ სანქციებს სპარსეთის ყურეში ნავთობის ტრანზიტის ბლოკირებით უპასუხებენ და ორმუზის სრუტეს ჩაკეტავენ.