„აზოვსტალის“ მცველები თურქეთიდან უკრაინაში ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად ბრუნდებიან
რუსული ტყვეობიდან გათავისუფლების შემდეგ, „აზოვსტალის“ მცველები უკრაინაში ბრუნდებიან.
ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს.
„ვბრუნდებით სახლში თურქეთიდან და თან მიგვყავს ჩვენი გმირებიც. უკრაინელი ჯარისკაცები – დენის პროკოპენკო, სვიატოსლავ პალამარი, სერგეი ვოლინსკი, ოლეგ ხომენკო, დენის შლეგა საბოლოოდ ოჯახებთან იქნებიან“, – წერს ზელენსკი.
შეგახსენებთ, რომ „აზოვსტალის“ მცველები 2022 წლის სექტემბერში გაათავისუფლეს ტყვეობიდან და თურქეთში იმყოფებოდნენ. ტყვეთა გაცვლის თაობაზე რუსეთის მხარესთან მოლაპარაკებებს თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ხელმძღვანელობდა.