სს „აზოტის“ საწარმოდან შვიდი ტონა გვარჯილა მოიპარეს.
არსებული ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით საწარმოს 10-მდე თანამშრომელია დაკავებული, მათ შორის დაცვის თანამშრომლები.
როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.