აზიურმა ნაკრებმა სამხრეთამერიკული ნაკრები პირველად დაამარცხა
აზიურმა ნაკრებმა სამხრეთამერიკული ნაკრები პირველად დაამარცხა

იაპონიის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში კოლუმბია დაამარცხა და პირველი აზიური გუნდი გახდა, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე სამხრეთამერიკული გუნდი დაამარცხა.

წინა 18 შემთხვევიდან სამხრეთ ამერიკის ქვეყნებმა 15 მოიგეს, კიდევ სამჯერ ფრე დაფიქსირდა: 1966 წელს – ჩრდილოეთ კორეა-ჩილე 1:1, 1994 წელს – კორეა-ბოლივია 0:0, 2010 წელს – იაპონია-პარაგვაი 0:0.
იაპონიამ კოლუმბია 2:1 დაამარცხა და H ჯგუფის ერთ-ერთი ლიდერი გახდა.