აზიურ „ოსკარად“ წოდებულ დაჯილდოებაზე APSA საქართველომ გამარჯვება მოიპოვა
აზიურ „ოსკარად“ წოდებულ დაჯილდოებაზე APSA – ASIA PACIFIC SCREEN AWARS საქართველომ გამარჯვება მოიპოვა.
კონკურსზე საქართველო ოთხი ნომინაციით იყო წარდგენილი. დაჯილდოების ცერემონია ავსტრალიის ქალაქ ბარისბანში გაიმართა.
15 მთავარი პრიზიდან საქართველომ ოთხი მოიპოვა. ფესტივალზე ორი ქართული ფილმი – ანა ურუშაძის „საშიში დედა“ და მარიამ ხაჭვანის „დედე“ იყო წარდგენილი.
ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, ანა ურუშაძის ფილმმა “საშიში დედა” გამარჯვება შემდეგ ნომინაციებში მოიპოვა: ჟიურის გრანპრი – ანა ურუშაძე; ქალის როლის საუკეთესო შესრულება – ნატა მურვანიძე.
ნომინაციაში „კულტურული მრავალფეროვნება” კი, ჯილდო მარიამ ხაჭვანის „დედე”-მ დაიმსახურა.
ეს ჯილდო განსაკუთრებულია და იუნესკო-ს პატრონაჟით გაიცემა.
ასევე, ჯილდო MPA Apsa Academy Film Fund-ის ფულადი პრიზი ფილმის მომავალი პროექტის “ნენე” განვითარებითვის – ქართული საპროდიუსერო კომპანია 20 Steps Productions;
აღსანიშნავია, რომ ქართული ფილმი ამ დაჯილდოვებაზე პირველად 2012 წელს მოხვდა საუკეთესო დოკუმენტური ფილმის ნომინაციაში და ეს იყო სალომე ჯაშის დოკუმენტური კინონამუშევარი „ბახმარო“.
გასულ წელს კი ფილმისთვის „პრეზიდენტი“, მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ნომინირებული მიშა გომიაშვილი იყო.