აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი - ვამაყობთ მთავრობასთან თანამშრომლობით, აღმოსავლეთ-დასავლეთის გზა გააძლიერებს საქართველოს, როგორც სატრანზიტო ჰაბის პოზიციას 
აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი - ვამაყობთ მთავრობასთან თანამშრომლობით, აღმოსავლეთ-დასავლეთის გზა გააძლიერებს საქართველოს, როგორც სატრანზიტო ჰაბის პოზიციას 

აღმოსავლეთ-დასავლეთის გზა განსაზღვრავს საქართველოს მოძრაობას, გააძლიერებს საქართველოს, როგორც სატრანზიტო ჰაბის პოზიციას, – ამის შესახებ აზიის განვითარების ბანკის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ლესლი ბეარმან ლაჰმიმ რიკოთის ჩქაროსნული მაგისტრალის 27-კმ-იანი მონაკვეთის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც აზიის განვითარების ბანკის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა განაცხადა, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის როლი გაზრდის შუა დერეფნის მნიშვნელობას.

„ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, ვიმყოფებოდე აქ, ეს არის საუკუნის პროექტი და წარმოადგენს ძალიან სერიოზულ ეტაპს მთელი პროექტის შესრულებაში. მინდა, მივულოცო მთავრობას, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, განსაკუთრებით, სხვადასხვა დეპარტამენტს აღნიშნული ეტაპის გავლა. ვამაყობთ ბოლო 15 წლის განმავლობაში მთავრობასთან თანამშრომლობით. აღმოსავლეთ-დასავლეთის გზა განსაზღვრავს საქართველოს მოძრაობას, გააძლიერებს საქართველოს პოზიციას, როგორც სატრანზიტო ჰაბის პოზიციას. მინდა, ხაზი გავუსვა აღმოსავლეთ-დასავლეთის გზის კონტექსტს, რამდენიმე ციფრს გაგიზიარებთ. 60% მოსახლეობის ცხოვრობს 20 კილომეტრის რადიუსზე, აღმოსავლეთ-დასავლეთის გზაზე გადის 60% ტრანზიტისა, 25% არის საერთაშორისო გზებისა. 850 მილიონის ინვესტიცია ჩაიდო 2009 წლიდან. ერთ-ერთი მათგანი გახლავთ ქობულეთის შემოვლითი გზა, რომელმაც მოგვცა საშუალება, თავიდან აგვეცილებინა საცობები; ასევე, ბათუმის შემოვლითი გზა, რომელმაც ბათუმიდან გადაისროლა მძიმე სატვირთო მანქანები. აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის როლი შუა დერეფნის მნიშვნელობას გაზრდის, ჩვენ ამას ვაღიარებთ. გვინდა, ვაჩვენოთ ეს სატრანსფორმაციო პროექტები ADB-ის ყოველწლიურ შეხვედრაზე, რომელიც გაიმართება შემდეგ წელს“, – განაცხადა ლესლი ბეარმან ლაჰმიმ.