აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტი - საქართველოსთან კარგი ურთიერთობა გვაქვს, რასაც გავაგრძელებთ და გავაღრმავებთ
საქართველოსთან ზოგადად კარგი ურთიერთობა დაგვიმყარდა მთელი ამ წლების განმავლობაში, რასაც გავაგრძელებთ და გავაღრმავებთ, – ამის შესახებ აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ვენჩაი ჟანგმა თბილისის „აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ფორუმის მისასალმებელ პანელში „მაღალი დონის დიალოგი: სარტყელი და გზის კავშირი სტაბილურობისათვის“ მინისტრებმა ისაუბრეს აზიისა და ევროპის რეგიონებს შორის თანამშრომლობის განვითარებაზე, ასევე კავშირების გაღრმავებაზე და ცენტრალური აზიის რეგიონთან უფრო მეტად დაახლოებაზე.
უენცაი ჟანგის თქმით, საქართველოში პირველად სამი წლის წინ იყო. როგორც მან აღნიშნა, მოახულია, რომ დღევანდელი რეგიონული კონფერენცია წარმატებით გაიხსნა.
„ორი წლის წინ ვმუშაობდი ასეთი მაღალი წარმომადგენლობის ფორუმებში. პანელზე მინისტრებმა ისაუბრეს აზიისა და ევროპის რეგიონებს შორის თანამშრომლობის განვითარებაზე, ასევე კავშირების გაღრმავებაზე, ცენტრალური აზიის რეგიონთან უფრო მეტ დაახლოებაზე. ჩვენ ბევრი რამის გაკეთება შევძელით საქართველოსთან. ფაქტობრივად, ინვესტიცია სამ მილიარდამდეა და საკითხი შეეხება გზების, ურბანული ტრანსპორტის, მეტროს, წყლის მიწოდების სისტემების განვითარებას, საქართველოს ჰაბად გადაქცევას. ასევე ძალზე ფართომასშტაბიანი პროექტები გახლავთ მაგალითად, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალი, ასევე მომავალში ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალი და ჩვენ აქ მუდამ ჩართულები ვიქნებით. საქართველოსთან ზოგადად კარგი ურთიერთობა დაგვიმყარდა მთელი ამ წლების განმავლობაში, რასაც გავაგრძელებთ და გავაღრმავებთ“, – განაცხადა ვენჩაი ჟანგმა.
თბილისში „აბრეშუმის გზის ფორუმი“
მიმდინარეობს, რომელიც თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის ეროვნულ თეატრში მისასალმებელი პანელით „მაღალი დონის დიალოგი: სარტყელი და გზის კავშირი სტაბილურობისათვის“ გაიხსნა. ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გახსნა.
ფორუმი ორ დღეს გასტანს.