აზერბიჯანში კორონავირუსის 145 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, სამი პაციენტი კი გარდაიცვალა
აზერბიჯანში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 145 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, სამი ადამიანი კი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში 7 216 ტესტი ჩატარდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
დღეის მონაცემებით, ქვეყანაში 2 175 კოვიდპაციენტი განაგრძობს მკურნალობს. 18 თებერვლის მონაცემებით, აზერბაიჯანში პანდემიის დაწყებიდან დღემდე, კორონავირუსის 232 636 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 227 271 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 3 190 ადამიანი კი გარდაიცვალა.