აზერბაიჯანის ტელევიზია AzTV-ის ოპერატორი სირაჯ აბიშოვი და საინფორმაციო სააგენტო „აზერტაჯის“ თანამშრომელი მაჰერამ იბრაჰიმოვი ქელბაჯარის რაიონში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, ნაღმზე აფეთქდნენ.
მომხდარის შედეგად, ორივე მათგანი დაიღუპა.
ინციდენტის დროს დაზიანებები მიიღეს ავტომობილის მძღოლმა ემინ მამედოვმა და კიდევ ერთმა ადგილობრივმა მკვიდრმა.