აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ქალაქ ბარდას დაბომბვის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა
აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, სომხეთის მიერ ქალაქ ბარდას დაბომბვის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა, 40 ადამიანზე მეტი კი დაშავდა.
აზერბაიჯანული მხარე თავდასხმაში სომხეთს ადანაშაულებს. სომხეთის თავდაცვის სამინისტრო კი აზერბაჯანული მხარის ბრალდებებს უარყოფს.