აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ქალაქ ბარდას დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა
აზერბაიჯანის ქალაქ ბარდას სარაკეტო დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის გენერალურ პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს.
აზერბაიჯანის ხელისუფლების ცნობით, სარაკეტო იერიშის გამო 70-მდე ადამიანია დაშავებული.
აზერბაიჯანული მედია წერს, რომ ადგილობრივი დროით დაახლოებით 13:00 საათზე, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ბარდას ცენტრზე კასეტური ბომბებით მიიტანეს იერიში.
აღნიშნულ ტერიტორიაზე სავაჭრო ობიექტებია განთავსებული. ვრცელდება ინფორმაცია, რომ სამოქალაქო ინფრასტრუქტურას და სატრანსპორტო საშუალებებს მასშტაბური ზარალი მიადგა.