აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, 15 ოქტომბერს საქართველოს აზერბაიჯანის გენერალური პროკურორი ეწვევა
აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, 15 ოქტომბერს საქართველოს აზერბაიჯანის გენერალური პროკურორი ეწვევა. კიამრან ალიევის ვიზიტის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული სააგენტო „რეპორტი“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, აზერბაიჯანის გენერალური პროკურორი თბილისში ყოფნის დროს თავის ქართველ კოლეგას, ირაკლი შოთაძეს შეხვდება.
სააგენტო „რეპორტის“ ცნობით, მხარეები ორი ქვეყნის პროკურატურებს, იუსტიციის სამინისტროებსა და სასამართლო სტრუქტურებს შორის თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ.
სააგენტოს ინფორმაციით, ასევე დაგეგმილია აზერბაიჯანის გენერალური პროკურორის შეხვედრა საქართველოს ოფიციალურ პირებთან.