აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ყარაბაღის სომეხი მცხოვრებლების წარმომადგენლები ევლახისკენ მიემართებიან, სადაც მათთან შეხვედრა გაიმართება
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ყარაბაღის სომეხი მცხოვრებლების წარმომადგენლები ევლახისკენ მიემართებიან, სადაც მათთან შეხვედრა გაიმართება

ყარაბაღის სომხური უმცირესობების წარმომადგენლები, რუსი მშვიდობისმყოფელების თანხლებით, ევლახისკენ მიემართებიან, – ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, დელეგაციამ უკვე გაიარა აღდამის რაიონი და მიემართება ქალაქ ევლახისკენ.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წინადადებით, დღეს ევლახში ყარაბაღის სომეხი მცხოვრებლების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართება აზერბაიჯანის კონსტიტუციის საფუძველზე რეინტეგრაციის საკითხების განხილვის მიზნით.