აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ირანმა აზერბაიჯანს ნახიჩევანის მიმართულებით სამხედრო გადაზიდვებისთვის საჰაერო სივრცე ჩაუკეტა
ირანმა აზერბაიჯანს ნახიჩევანის მიმართულებით სამხედრო გადაზიდვებისთვის საჰაერო სივრცე ჩაუკეტა. აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ირანმა აზერბაიჯანს ოფიციალურად აცნობა.
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, სამთავრობო წრეებში აცხადებენ, რომ ირანის მხრიდან ღალატი სომხეთის დაკვეთით მოხდა.
„ირანის მორიგი მცდელობა, დაარტყას აზერბაიჯანს, არ იმოქმედებს ნახიჩევანში სამხედრო ნაწილების მომარაგებაზე. აზერბაიჯანი ამ მარშრუტს ძალიან მცირე დოზით იყენებს და სხვა მარშრუტებზე ტრანსპორტირებას ამჯობინებს“, – აცხადებს სამთავრობო წყარო აზერბაიჯანულ მედიასთან საუბარში.
ცნობისთვის, ნახიჩევანის ავტონომიურ ოლქში აზერბაიჯანის და თურქეთის ერთობლივი სამხედრო წვრთნები, „ურყევი ძმობა“ მიმდინარეობს.