აზერბაიჯანული მედიის ცნობით, აზერბაიჯანის სამხედრო ძალებმა სომხეთის საგუშაგოზე შეტევა განახორციელეს, არიან დაღუპულები
აზერბაიჯანის სამხედრო ძალებმა სომხეთის საგუშაგოზე შეტევა განახორციელეს, არიან დაღუპულები. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია წერს.
მათივე ცნობით, არტილერიის, ნაღმტყორცნებისა და ტანკების გამოყენებით განადგურებულია მოწინააღმდეგის საყრდენი პუნქტი, საარტილერიო დანადგარები, საავტომობილო ტექნიკა და ცოცხალი ძალა.
ამასთან, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო სამი აზერბაიჯანელი სამხედროს დაღუპვას ადასტურებს.
12 ივლისს აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვარზე სომეხ და აზერბაიჯანელ სამხედროებს შორის დაპირისპირება მოხდა.