აზერბაიჯანული მედიის ცნობით, აზერბაიჯანის პოლიცია ქალაქ ხანქენდში შევიდა
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, აზერბაიჯანის პოლიცია რუსი მშვიდობისმყოფელების თანხლებით ხანქენდში შევიდა. შესაბამისი კადრები აზერბაიჯანულ მედიასა და სოციალურ ქსელებში ვრცელდება.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ყარაბაღის არაღიარებულმა რესპუბლიკამ თვითლიკვიდაციის შესახებ გამოაცხადა.
ამასთან, სომხური მხარე ქალაქ ხანქენდს სტეფანაკერტს უწოდებს.