აზერბაიჯანული მედია - აზერბაიჯანის 123 მოქალაქე საქართველოდან სამშობლოში დააბრუნეს
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, 4 სექტემბერს აზერბაიჯანის 123 მოქალაქე საქართველოდან სამშობლოში დააბრუნეს.როგორც „აზერნიუსი“ წერს, ქვეყანაში სულ 281 ადამიანი ჩავიდა. აზერბაიჯანის მოქალაქეებთან ერთად იმყოფებოდა საქართველოს 151, რუსეთის ხუთი, თურქეთის ერთი და უკრაინის ერთი მოქალაქე.
მედიის ცნობით, 3 სექტემბერს უცხო ქვეყნის მოქალაქეებს „კოვიდ-19“-ზე ტესტი მარნეულის კლინიკაში გაუკეთეს და ყველა პასუხი უარყოფითი აღმოჩნდა. ამის შემდეგ ისინი საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს ავტობუსებით სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე გადაიყვანეს.
„აზერბაიჯანში ჩასული მოქალაქეები კარანტინს არ გაივლიან, თუმცა ორი კვირით თვითიზოლაცია მოუწევთ“, – წერს „აზერნიუსი“.
მათივე ცნობით, საქართველოსთან საზღვრის ჩაკეტვის შემდეგ სამშობლოში სულ აზერბაიჯანის 2 000 მოქალაქე დააბრუნეს.