აზერბაიჯანული მედია - აზერბაიჯანი სომხეთისგან ოთხი სოფლის დაუყოვნებლივ გადაცემას ითხოვს
აზერბაიჯანული მედია - აზერბაიჯანი სომხეთისგან ოთხი სოფლის დაუყოვნებლივ გადაცემას ითხოვს

აზერბაიჯანი სომხეთისგან ოთხი სოფლის დაუყოვნებლივ გადაცემას ითხოვს. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერის, შაჰინ მუსტაფაევის პრესსამსახურზე დაყრდნობით წერს.

აზერბაიჯანის სამთავრობო უწყების ინფორმაციით, არაექსკლავური ოთხი სოფელი: ბაგანის აიმი, აშაგი ასკიფარა, ჰეირიმლი და გიზილგაჯილი ოკუპირებულია სომხეთის მიერ, მათი აზერბაიჯანისთვის კუთვნილება უდავოა და ისინი დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ექვემდებარებიან.

აზერბაიჯანის ვიცე-პრეზიდენტის სამსახურის ინფორმაციით, დელიმიტაციის პროცესის ფარგლებში ასევე გადაწყდება სომხეთის მიერ ოკუპირებული აზერბაიჯანის ოთხი ექსკლავური სოფლის – იუხარი ასკიფარას, სოფულუს, ბარხუდარლის და ყარქის გათავისუფლების საკითხი.