აზერბაიჯანული და სომხური მედია მსხვერპლის შესახებ ავრცელებენ ინფორმაციას
აზერბაიჯანული და სომხური მედია მსხვერპლის შესახებ ავრცელებენ ინფორმაციას.
აზერბაიჯანული მედია წერს, რომ სომხეთის ძალების მიერ ქალაქ შუშის დაბომბვის შედეგად დაღუპულია ერთი ადამიანი. მედიის ცნობით, აზერბაიჯანის გენერალურ პროკურატურაში აღნიშნულ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
პარალელურად, სომხური მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ აზერბაიჯანის მიერ დაწყებული ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, 80 კი დაშავდა.